სს „JUST Advisors“-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა justadvisors.ge და justlaw.ge ვებგვერდების მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებთან მიმართებაში

ზოგადი დებულებები:
1.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში კონფიდენციალურობის პოლიტიკა) განსაზღვრავს სს „JUST Advisors“-ის (ს/კ 445667680) (შემდგომში სს „JUST Advisors“) მომხმარებლების/კლიენტების პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის წესს, რომელსაც სს „JUST Advisors“ იღებს და აპირებს შემდგომში მიიღოს მისი მომხმარებლისგან/კლიენტისაგან ამ უკანასკნელების მიერ დომენური სახელით justadvisors.ge და justlaw.ge ვებგვერდებით სარგებლობისას.
1.2. სს „JUST Advisors“ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს კლიენტების პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
1.3. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა სავალდებულოა სს „JUST Advisors“-ის ყველა თანამშრომლისა და დასაქმებულისთვის, რომლებსაც აქვთ წვდომა მომხმარებლების/კლიენტების პერსონალურ მონაცემებზე.
ტერმინები და განმარტებები:
2.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამოიყენება შემდეგ ტემინები:
2.1.1. სს „JUST Advisors“ — justadvisors.ge-ს და justlaw.ge-ს ვებგვერდების მართვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაცია, მოქმედი სს „JUST Advisors“-ის სახელით, რომელიც ორგანიზებას უწევს და (ან) ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას და ასევე განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებს, დასამუშავებელი პერსონალური მონაცემების შემადგენლობას და პერსონალურ მონაცემებთან შესრულებულ ქმედებებს (ოპერაციებს).
2.1.2. justadvisors.ge და justlaw.ge ვებგვერდების მომხმარებელი/კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც სტუმრობს justadvisors.ge -ს და justlaw.ge-ს ინტერნეტის საშუალებით.
2.1.3. ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები/პერსონალური ინფორმაცია – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია მომხმარებლის მიერ და პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მას.
2.1.4. პერსონალური მონაცემების დამუშავება - ნებისმიერი ქმედება, რომელიც შესრულებულია მონაცემებთან დაკავშირებით ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, კოპირება, ორგანიზება, შენახვა, ჩანაცვლება, აღდგენა, მოთხოვნა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან მათზე წვდომის სხვა გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან მონაცემთა განადგურება.
2.1.5 პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა - არის სავალდებულო მოთხოვნა justadvisors.ge-ს და justlaw.ge-ს ადმინისტრაციისთვის ან სხვა პირისთვის, რომელსაც აქვს წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, რათა თავიდან აიცილოს მათი გავრცელება მომხმარებლის/კლიენტების თანხმობის ან სხვა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
2.1.6 IP მისამართი - უნიკალური ქსელის მისამართი კომპიუტერულ ქსელში, რომელიც აგებულია IP პროტოკოლის გამოყენებით.
2.1.7 Cookies - არის ვებ სერვერის მიერ გაგზავნილი და მომხმარებლის კომპიუტერში შენახული მონაცემების მცირე ნაწილი, რომელსაც ვებ კლიენტი ან ვებ ბრაუზერი უგზავნის ვებ სერვერს HTTP მოთხოვნით ყოველ ჯერზე, როცა ის ცდილობს შესაბამისი ვებ-საიტის გვერდის გახსნას.

მომხმარებლების/კლიენტების პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
3.1. სს „JUST Advisors“ ამუშავებს ვებ-საიტის მომხმარებლების/კლიენტების პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ მომხმარებელთან/კლიენტთან ურთიერთქმედების მიზნით, სს „JUST Advisors“-ის მიერ საბუღალტრო და იურიდიული მომსახურების მიწოდების ფარგლებში.
3.2. სს „JUST Advisors“ მომხმარებელთა/კლიენტების პერსონალურ მონაცემებს არ გადასცემს მესამე პირებს მომხმარებლის/კლიენტის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება
4.1. სს „JUST Advisors“ აგროვებს და ამუშავებს მომხმარებლების/კლიენტების შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:
● ტელეფონი;
● ელექტრონული ფოსტის მისამართი;
● სახელი, გვარი;
● ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს სს „JUST Advisors“-თან ურთიერთქმედების ფარგლებში მომხმარებლის/კლიენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები;
● ვებგვერდის ვიზიტის ადგილმდებარეობა;
● ვებგვერდზე შესვლის დრო;
● ვიზიტის ხანგრძლივობა;
● მომხმარებლის IP მისამართი.

4.2. justadvisors.ge და justlaw.ge ვებგვერდების მომხმარებლების/კლიენტების პერსონალურ მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხდება სს „JUST Advisors“-ის მომხმარებლის/კლიენტის თანხმობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დებულებების საფუძველზე, მათ შორის, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს 28/12/2011 წლის კანონის საფუძველზე, დოკუმენტის ნომერი 5669-რს.
4.3. JUST Advisors სს უზრუნველყოფს მომხმარებლების/კლიენტების პერსონალური მონაცემების შენახვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

მომხმარებლების/კლიენტების პერსონალური მონაცემების დაცვა
5.1. სს „JUST Advisors“ უზრუნველყოფს მომხმარებლების/კლიენტების პერსონალური მონაცემების დაცვას მესამე მხარის მიერ არასანქციონირებული წვდომისგან.
5.2. სს „JUST Advisors“ იღებს ყველა საჭირო ზომას მომხმარებლების/კლიენტების პერსონალური მონაცემების არასანქციონირებული წვდომისგან, შეცვლის, კოპირების, გამჟღავნების ან განადგურებისგან დასაცავად, მათ შორის ახორციელებს:
● მომხმარებლების/კლიენტების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების შემუშავებას და გამოყენებას;
● პერსონალურ მონაცემებზე წვდომის შეზღუდვას მხოლოდ სს „JUST Advisors“-ის უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის, რომლებმაც უნდა დაამუშავონ ეს მონაცემები თავიანთი თანამდებობრივი მოვალეობების ფარგლებში;
● სს „JUST Advisors“-ის კომპიუტერული ქსელებისა და მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფის და უსაფრთხოების სისტემების რეგულარულ განახლებას.

მომხმარებელთა/კლიენტების უფლება პერსონალური მონაცემების წვდომაზე, შეცვლაზე, წაშლაზე და დამუშავების შეზღუდვაზე
6.1. მომხმარებლებს/კლიენტებს უფლება აქვთ გაეცნონ მათ პერსონალურ მონაცემებს, ასევე უფლება აქვთ მოითხოვონ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და დამუშავების შეზღუდვა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.2. პერსონალური მონაცემების დაკარგვის ან გამჟღავნების შემთხვევაში სს „JUST Advisors“ დაუყოვნებლივ აცნობებს მომხმარებელს პერსონალური მონაცემების დაკარგვის ან გამჟღავნების შესახებ.
6.2. მომხმარებლებს/კლიენტებს საკუთარი უფლებების შესრულების მიზნით შეუძლიათ დაუკავშირდნენ სს „JUST Advisors“-ს justadvisors.ge-ს და justlaw.ge-ს ვებ-გვერდებზე განთავსებული საკონტაქტო ფორმის ან ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო მონაცემების საშუალებით.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
7.1. სს „JUST Advisors“ იტოვებს უფლებას შეცვალოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
7.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებები ძალაში შედის სს „JUST Advisors“-ის ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

დასკვნითი დებულებები
8.1. მომხმარებლები/კლიენტები ვებ-საიტზე სტუმრობით ეთანხმებიან წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
8.2. თუ მომხმარებლები/კლიენტები არ ეთანხმებიან წინამდებარე პოლიტიკას, მათ არ უნდა გააგრძელონ ვებგვერდის შემდეგი გვერდების გამოყენება.
8.2. სს „JUST Advisors“-ის მიერ კლიენტების პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ყველა შეკითხვა შეიძლება დასმული იქნას justadvisors.ge/justlaw,ge-ზე მითითებულ საკონტაქტო მონაცემების საშუალებით.

Made on
Tilda